13:25 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 15:25:33, 2396 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს

„იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და უნდა შეაჩეროს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი კონსენსუსის რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს.

„დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე. იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, უნდა შეაჩეროს ეს პროცესი და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს  დიალოგის, კონსენსუსის, ჩართულობის ღირებულებებიდან გამომდინარე. ნუ შევიყვანთ დემოკრატიას ჩიხში“,-განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics