|
2017-06-29 11:41:21, 2134 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სკოლის მოსწავლეების მიღება დაიწყო
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2017-2018 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღება მიმდინარეობს. საბუთების ჩაბარება 26 ივნისიდან დაიწყო და 7 ივლისამდე გაგრძელდება. საბუთების მიღების პარალელურად ლიცეუმში სწავლის გაგრძელების მსურველები ფიზიკურ ტესტს აბარებენ. ტესტი სირბილს 60 და 2000 მეტრიან დისტანციაზე, ასევე ღერძზე აზიდვას მოიცავს. ფიზიკური ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, მოზარდები ზოგადი უნარების გამოცდას 12 ივლისს ჩააბარებენ. ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 3 აგვისტოს გამოქვეყნდება. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ამ დროისთვის ლიცეუმს უკვე ექვსი გამოშვება ჰყავს. ლიცეუმმა გასულ წელს პირველად გოგონებიც მიიღო. ლიცეუმს 12 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ლიცეუმის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების დონეზეა მოწყობილი და გააჩნია ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას. (NS)
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)