|
2017-06-29 10:17:30, 1982 ნახვა
საზოგადოება
მუსტაფა ემრე ჩაბუქს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები დღეს გაესაუბრებიან
დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს გაესაუბრებიან. ინტერვიუს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ერთ-ერთი ადვოკატი ვახტან კვიჟინაძე დაესწრება. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის მენეჯერისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. ადვოკატის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირების პროცესი ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებამდე შეჩერებულია. ამასთან, თუ დემირელის კოლეჯის დაკავებული მენჯერის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭება, ერქსტრადირების პროცესი შეწყდება. შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს. ცნობისთვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)