|
2017-06-28 21:39:00, 2367 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბუკიკიო: საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა არის დეტალები, რომლის გასწორებაც საჭიროა
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ტექსტი მთლიანობაში კარგია, თუმცა არის დეტალები, რომლის გასწორებაც საჭიროა. ამის შესახებ ბუკიკიომ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. „ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა, რომლის შინაარსმაც საქართველოში მანამდეც გაჟონა. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ახლა უკვე საჯაროდაა ცნობილი. მთლიანობაში, გლობალურად ტექსტი ძალიან კარგია, თუმცა არის დეტალები, რომლის გასწორებაც საჭიროა. მაგალითად, მოსამართლეების არჩევის წესის ნაწილში, ასევე, კვალიფიციური და უბრალო უმრავლესობის ნაწილში და ასე შემდეგ“, - განაცხადა ბუკიკიომ. მან ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით ძალიან იმედგაცრუებულია“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)