|
2017-06-28 12:11:06, 1946 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სოფლად სახლი 649 დევნილ ოჯახს შეუძინა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ დევნილთა სამინისტროდან აცნობეს, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ სამეგრელოს რეგიონში დევნილი ოჯახებისთვის შეძენილი სახლები მოინახულეს. უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარი სოფელ ნოჯიხევში აფხაზეთიდან დევნილ შონიების ოთხსულიან ოჯახს ესტუმრა, რომელსაც სამინისტრომ კერძო სახლი და ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. აფხაზეთის ომის მონაწილე მალხაზ შონია, სახლთან ერთად, თხილისა და დაფნის ბაღების მესაკუთრე გახდა, რაც მისი ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცევა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1500-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა. „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო სახლს კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)