06:29 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 10:55:20, 1763 ნახვა

საზოგადოება
ფოთში დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით,  საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების  მინისტრმა სოზარ სუბარმა,  ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორმა ვინსენტ დონტონმა და პოლონეთის ელჩის მრჩეველმა პჟემისლავ პიეჟმა  ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც 2017 წლის ბოლომდე დევნილი ბავშვებისთვის ბაღი აშენდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში, ახალ დასახლებაში, სადაც 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე არც ერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. 

სახელმწიფომ გაითვალისწინა დევნილი ოჯახების მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების ხელშეწყობით, ფოთის დევნილთა ჩასახლებას საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნება.

მშენებლობის სატენდერო ღირებულება 160 000 ევროს შეადგენს.

საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი განახორციელებს. 

ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით,  საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება.

ფოთში, ახალ დასახლებაში, სადაც 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე არც ერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. 

სახელმწიფომ გაითვალისწინა დევნილი ოჯახების მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების ხელშეწყობით, 2017 წლის ბოლოს ფოთის დევნილთა ჩასახლებას საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics