|
2017-06-27 17:55:07, 1986 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ანგარიში წარადგინა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში სამინისტროს მიერ 2017 წლის ექვს თვეში შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ისეთი გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას. სტრატეგიული ხედვის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს დარგის ეფექტიანი და სწრაფი განვითარებისთვის. ანგარიშის წარდგენის დასასრულს კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომის მონაწილეების მიერ დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ხელმძღვანელობდა. ვრცლად იხილეთ : http://www.moa.gov.ge/Ge/News/1329 (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)