|
2017-06-27 15:24:38, 1936 ნახვა
საზოგადოება
კრწანისში ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა
თბილისის ტურისტულ ზონაში, ნარიყალასა და ლეღვთახევში, ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის გამგეობისა და სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღნიშნული ტერიტორიები სპეციალური ხსნარით - რეპელენტით შეიწამლა. შეწამვლის პროცესს ადგილზე კრწანისის გამგებელი ეცნობოდა. გიორგი კოპალეიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მთელი რაიონის მასშტაბით ტარდება. „პრევენციული ღონისძიებებით ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მოქალაქეთა და ვიზიტორთა უსაფრთხოება ქალაქში. ტერიტორიების რეპელენტით შეწამვლა-დამუშავება არის ქვეწარმავლებისგან დაცვის ყველაზე აპრობირებული მეთოდი და რაც მთავარია, ეს ნივთიერება საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა კოპალეიშვილმა. დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელება სეზონურად, ტემპერატურ მატებასთან ერთად დაიწყო, რის პარალელურადაც, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომებია მიღებული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)