|
2017-06-26 22:01:36, 1938 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო: დეკანოზ მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის ჩანაწერი, დაიბლოკა აზერბაიჯანში არსებული კომპანიის მოთხოვნით
საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების ილია მეორესთან შეხვედრის აუდიოჩანაწერის დაბლოკვასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. „ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ვიუწყებოდით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერი, რომელიც 23 ივნისს გამოვაქვეყნეთ, 25 ივნისს დაიბლოკა პორტალ youtube-ზე. გაირკვა, რომ ჩანაწერი დაიბლოკა აზერბაიჯანში არსებული მულტიმედიური კომპანია TiVi media-ს მოთხოვნის საფუძველზე. ამის მიზეზად სახელდება ის გარემოება, თითქოსდა საქართველოს საპატრიარქომ დაარღვია საავტორო უფლება და უნებართვოდ გაავრცელა TiVi media-ს კუთვნილი ჩანაწერი. ჩვენს მიერ youtube-ს გაეგზავნა შეტყობინება, სადაც განმარტებულია, რომ საავტორო უფლება საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. შევნიშნავთ იმასაც, რომ კომპანია TiVi media-სთან თანამშრომლობს ქართული ტელეარხი „TV პირველი“. როგორც „TV პირველის“ წარმომადგენელმა განაცხადა, ჩანაწერის დაბლოკვა მათგან დამოუკიდებლად მოხდა, რომ ეს გაუგებრობის შედეგია და მუშაობენ თავის პარტნიორთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამჟამად ჩანაწერის მოსმენა კვლავ შესაძლებელია ჩვენს საიტზე. ცნობისთვის, საპატრიარქომ 35-წუთიანი ჩანაწერი ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა. მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მათ მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი დაიბლოკა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)