|
2017-06-26 18:02:28, 1962 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი CNFA-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალი საზღვრების აშენება სოფლის მეურნეობაში“ (CNFA - Cultivating New Frontiers in Agriculture) ვიცე-პრეზიდენტს, ედ კეტურაკისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და აშშ-ს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორობა დადებითად შეაფასეს და CNFA-ისთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა CNFA-ის ვიცე-პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გახორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიებზე, დარგის განვითარებისთვის საკანონმდებლო კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მნიშვნელობაზე, ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის კუთხით მიმდინარე პროცესებზე და სახელმწიფოს მხარდაჭერით მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის დადებით ტენდენციებზე. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში გავრცელებული მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სამინისტროს აქტიური მხარდაჭერისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდს (USAID) მადლობა გადაუხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი ღირებულების მქონე აგრარული პროდუქტების წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობა. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებულ სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე - სარწყავი სისტემების მოწესრიგებაზე, საოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ფერმერთა ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, მოსავლის დაბინავებაზე და სხვა. შეხვედრაზე CNFA-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ედ კეტურაკისმა აგრარული დარგის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, CNFA-ისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვანი პარტნიორია. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)