05:33 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-25 15:35:46, 2238 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: მოგმართავთ თხოვნით, ლოცვები გავაძლიეროთ, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს

 „მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს საქართველოს დაპყრობა“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას  ბრძანა.

უწმინდესმა ღირსი იოანე მთაწმინდელის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღირსი იოანე იყო განსაკუთრებული.

"მართლაც საოცარია განგება ღვთისა, ერი უნდა იყოს ღვთისა, რომ მისგან აღამაღლოს რჩეული ერისა. ასეთი რჩეული იყო იოანე, მხედართმთავარი საქართველოს ჯარისა, რომელმაც გადაწყვიტა წასულიყო ათონის მთაზე და მიეღო ბერობა. წმინდა იოანე განსაკუთრებულია, მან უხელმძღვანელა ჯარს და გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია",-აღნიშნა პატრიარქმა.

ცნობისთვის, დღეს  მართლმადიდებელი ეკლესია იოანე მთაწმინდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics