04:36 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 15:30:46, 2067 ნახვა

საზოგადოება
მიქაელ ბოტკოველი: მეუფე იაკობის გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ აზიარებენ

პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ზიარება უახლოეს პერიოდში არ იგეგმება.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ბრალდებისა და ასევე იმ განცხადებების გამო, რომელიც დეკანოზმა გააკეთა, ქორეპისკოპოსმა იაკობმა მას ეპიტემია დაადო. 

"ზიარება არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ადამიანმა ეკლესიისგან მიიღოს, ეს არის ქრისტესთან შეერთება, მისი სისხლი და ხორცი უნდა მიიღოს ადამიანმა. როდესაც ადამიანს ასეთი ბრალი აქვს წაყენებული, მან როგორც მინიმუმ უნდა წარმოაჩინოს თავისი უდანაშაულობა ამ საქმეში. გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია აქვს. იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას ",- განაცხადა ბოტკოველმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics