|
2017-06-23 15:17:57, 1843 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო დეკანოზ მამალაძის ოჯახს სრულ აუდიოჩანაწერს დღის ბოლომდე გადასცემს - „მზად ვართ ექსპერტიზისთვის“
პატრიარქის მდივნის დეკონოზ მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს სრულ აუდიოჩანაწერს დღის ბოლომდე გადასცემს. როგორც ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებული ჩანაწერი სრული ვერსია იყო და საპატრიარქო ექსპერტიზისთვისაც მზად არის. "ჩვენ მზად ვართ ექსპერტიზისთვის. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს ჩანაწერის სრულ ვერსიას აუცილებლად მივცემთ. როგორ ფიქრობთ, ასეთ წინდაუხედაობას გამოვიჩენდით და მონტაჟს გავაკეთებდით, რომ მერე საზოგადოების განხილვის საგნად ვაქციოთ ეს? გავრცელებული ჩანაწერი სრული ვერსიაა. დღის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ მათ თხოვნას და მივცემთ ჩანაწერს", - განაცხადა ბოტკოველმა. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერი დღეს გაავრცელა. ცოტა ხნის შემდეგ, დაკავებული დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, რომ ოჯახი აუდიოჩანაწერის გამოთხოვას გეგმავს. როგორც ჟურნალისტებს თორნიკე მამალაძემ განუცხადა, ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, რაიმეზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მას ექპერტიზაზე გადააგზავნიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)