04:36 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 12:10:41, 1924 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი დეკანოზზე: ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს რომ მამა გიორგი დააპატიმრეს

„ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს რომ დააპატიმრეს მამა გიორგი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ საქმეზე სიმართლე დადგინდება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე მაინც გამოვლინდება და გავიგებთ სიმართლეს, ვის სჭირდებოდა ეს პროვოკაცია. მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს რომ დააპატიმრეს მამა გიორგი. მაგრამ ღმერთი მოწყალეა და ღმერთმა მშვიდობა მისცეს მამა გიორგის, მის ოჯახს. მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება“, - მიმართა პატრიარქმა დეკანოზის ოჯახს.

შეგახსენებთ, საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics