04:36 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 11:36:41, 1907 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი პაკელიანის საქმეზე: ეფექტური გამოძიება არ ტარდება მანამ, სანამ კონკრეტული ვიდეოკადრები არ ვრცელდება

 „სამწუხაროდ, ეფექტური გამოძიება არ ტარდება მანამ, სანამ კონკრეტული ვიდეოკადრები არ ვრცელდება“,-ასე გამოეხმაურა სანხალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შოთა პაკელიანის საქმეს.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ამ საქმეზე აუცილებელია ეფექტური გამოძიება. 

„სამწუხაროდ ეფექტური გამოძიება არ ტარდება მანამ, სანამ კონკრეტული ვიდეოკადრები არ ვრცელდება. აუცილებელია ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ  კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

ცნობისთვის, „ლიბერალმა“ წყაროზე დაყრდონით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც პოლიციის მე-7  განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულის, შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურაა ასახული.

როგორც „ლიბერალის“ წყარო აცხადებს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.

მისივე ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics