03:40 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 17:22:22, 2148 ნახვა

საზოგადოება
პროფესორი კახა ქუნთელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში უპრეცედენტო აქციები გრძელდება.

ამჯერად მსურველებს უფასო კონსულტაციებზე მიიღებს თბილისიდან მოწვეული ექიმი-ანგიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ქუნთელია.

კონსულტაციები გაიმართება 24 ივნისს, 11:00-დან 18:00 საათამდე.

ანგიოლოგის კონსულტაცია აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ქვემო კიდურების ტკივილი, დაღლილობა, სიმძიმის  და ჩხვლეტის შეგრძნება, ხანგამოშვებითი კოჭლობა, კიდურების გაციება, ქვემო კიდურების შეშუპება, კუნთების ატროფია (განლევა). აღნიშნული სიმპტომების რისკ ფაქტორებია - შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, ცხოვრების არაჯანსაღი წესი.

პერიფერიულის სისხლძარღვების დაავადებების გამოვლენის მიზნით ჩატარდება ქვემო კიდურების სისხლძარღვების დოპლეროსკანირება ბოლო თაობის ულტრაბგერით აპარატზე PHILIPS Affinity 70.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics