10:28 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 13:12:30, 1263 ნახვა

სამხედრო
რეინჯერთა სკოლის ბაზაზე მზვერავის მომზადების კურსი დაიწყო

მანავში, რეინჯერთა სკოლის ბაზაზე მზვერავის მომზადების კურსი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების გახსნას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კურსში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და სწავლების წარმატებით გავლა უსურვა.  ცერემონიალის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერეს.

უწყების ცნობით, მზვერავის მომზადების კურსი J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების ძალების ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო შესაძლებლობების ამაღლების პროგრამის ფარგლებში იმართება. კურსი ერთიანი სტანდარტით მზვერავების ინდივიდუალურ და ჯგუფურ მომზადებას ისახავს მიზნად, რაც სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებას მოთხოვნების შესაბამისად და ერთიანი სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დანერგვას უზრუნველყოფს.

სწავლებაში შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ბრიგადების, ეროვნული გვარდიისა და ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის სადაზვერვო დანაყოფების მზვერავები მონაწილეობენ. 18 კვირიანი პროგრამის ფარგლებში სამხედრო მზვერავები ტოპოგრაფიას, დაზვერვის წარმოებას, სპეციალურ ტაქტიკას, საინჟინრო საქმეს, თვითგადარჩენასა და სხვა სპეციფიკურ საკითხებს შეისწავლიან.

გასულ წელს მზვერავის მომზადების კურსის 2 ეტაპად ჩატარების შედეგად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 150-მდე სერთიფიცირებული მზვერავი შეემატა. წლის ბოლომდე  200 სამხედრო მოსამსახურის მომზადება და სერთიფიცირება იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics