10:17 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 13:19:18, 2083 ნახვა

სამართალი
საია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტს საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა.

საია კანონპროექტით გათვალისწინებულ არაერთ რეგულაციას დადებითად აფასებს. თუმცა, ორგანიზაციის მოსაზრებით, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში დიდია რისკი დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ვერ იქნეს სრულად უზრუნველყოფილი.

„საია-ს მოსაზრებები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილების სრულად გავრცელება ყველა დამსაქმებელზე, მის ხელთ არსებული ბერკეტების ნათლად გაწერა კანონის თანახმად, საწარმოთა შემოწმებისას სასამართლოს ნებართვის მოპოვების ვალდებულებისგან გათავისუფლება, სანქციის გამოყენების მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის გამოსწორების ვალდებულების ცალსახა დადგენა, კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მექანიზმის გამართვა და მისი ეფექტურობის უზრუნველყოფა და სხვა.

საგულისხმოა, რომ საია-ს მოსაზრებები სრულად ეფუძნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებას, ევროპის საბჭოს დირექტივას დასაქმების ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნის სპეციალური ღონისძიებების დანერგვის შესახებ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების - გერმანიის, ჰოლანდიისა და პოლონეთის გამოცდილებას ამ სფეროში. საია იმედს იტოვებს, რომ წარდგენილი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კანონპროქტის ავტორის/ინიციატორის და პარლამენტის მხრიდან. მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ საიას კვლევა, სადაც მიმოხილულია ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკა შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიას მიმართვა 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics