03:41 - 09 May, 2026
|
2017-06-22 12:56:09, 1841 ნახვა
საზოგადოება
ლექვინაძე: ივლისის მეორე ნახევრიდან ყველა ახალი ავტობუსი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე განთავსდება
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ივლისის მეორე ნახევრიდან ყველა ახალი ავტობუსი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე განთავსდება. ლექვინაძის თქმით, ავტობუსების შესაბამისი ავტობაზის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. „თბილისში უკვე 143 ერთეული ახალი მანის ტიპის ავტობუსებია. მათგან 40-ზე მეტი უკვე მოქმედებს სხვადასხვა სამარშრუტი ხაზზე. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ავტობუსებისთვის შესაბამისი ავტობაზის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები და ვფიქრობ, რომ ივლისის მეორე ნახევრიდან აბსოლუტურად ყველა ავტობუსი იქნება განთავსებული სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე და სრულად დაიტვირთება თბილისის ავტობუსები“, - განაცხადა ლექვინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)