07:31 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 19:26:46, 2305 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ლექვინაძე კომპანია „Dafang International Group“-ის პრეზიდენტ ლუ იუჰანგს შეხვდა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კომპანია „Dafang International Group“-ის პრეზიდენტ ლუ იუჰანგს შეხვდა. 

კომპანიის წარმომადგენლები თბილისში საინვესტიციო კლიმატითა და პროექტებით დაინტერესდნენ, ასევე, განიხილეს კულტურულ ტურიზმთან და სამშენებლო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებიც.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით,  შეხვედრაზე კომპანია „Dafang International Group“-ის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანმხდნენ. 

„ვფიქრობთ, რომ  საკმაოდ სოლიდური ჯგუფია. იმ ფონზე, როდესაც ქართულ-ჩინური ურთიერთობები აქტიურ რეჟიმშია და ვითარდება, ამ ტიპის თანამშრომლობა ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისის მერიაში  კომპანია „Dafang International Group“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას, თბილისის განვითარების ფონდის, არქიტექტურის,  ტრანსპორტისა და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics