21:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 17:24:59, 2238 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: ვხედავ, რომ 2020 წელს კოალიციური მთავრობის შექმნა არც ერთ შემთხვევაში არ არის შესაძლებელი

„მე, რეალურად ვხედავ, რომ  არც ერთ შემთხვევაში 2020 წელს  კოალიციური მთავრობის შექმნა არ არის შესაძლებელი“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე  განაცხადა, სადაც კონსტიტუციურ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

ამასთან, ვოლსკის შეფასებით, უსამართლობა არაა, პირველ ადგილზე გასულ პარტიას მეტი მაჟორიტარი ჰყავდეს.

მისივე განმარტებით, 2020 წელს არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება და  მხოლოდ 2024 წლიდან გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, არა რომელიმე პირის, არამედ  ქვეყნის ინტერესებს ემსახურება:

„ არ არის აუცილებელი „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს 2020 წელს, მაგრამ რეალურად, პარტია, რომელიც პირველ ადგილზეა, იმას რეალური შანსი აქვს, რომ მაჟორიტარების რაოდენობაც უფრო მეტი ჰქონდეს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას, რომ ეს უსამართლობაა. აქედან გამომდინარე, თემა, რომ 2020 წელს ჩავატაროთ შერეული არჩევნები და 2024 წელს გადავიდეთ პროპორციულზე, ეს უკავშირდება არა რომელიმე პარტიის, ან კერძო პირის ინტერესს, არამედ ქვეყნის ინტერესია, რომ ჰქონდეს სტაბილური მთავრობა და შეეძლოს ქვეყნის მართვა ამ საკმაოდ სერიოზულ გამოწვევებში“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics