|
2017-06-21 17:21:35, 1750 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) შედეგები შეაჯამეს
საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) დასრულებასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროგრამის შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროგრამას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევდა მეკარტოფილეობისა და მესაქონლეობის საწარმოო ჯაჭვში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს, რამაც ხელი შეუწყო რეგიონებში დასაქმებულთა შემოსავლების ზრდას. აღსანიშნავია, რომ დანიურ-შვეიცარიული ერთობლივი პროექტის რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED) სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობას ითვალისწინებდა. შეხვედრას შვეიცარიის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SDC) რეგიონული დირექტორი ოლივიე ბურკი; დანიის საერთაშირისო განვითარების სააგენტოს (DANIDA), რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) და პროგრამის განმახორციელებელი კონსორციუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)