|
2017-06-21 14:10:43, 1563 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ატლანტაში მინისტრი დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიც (CDC) მოინახულა. ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ცენტრის ხელმძღვანელობასთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოში C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით დაგეგმილი და უკვე განხორციელებული აქტივობები იყო. შეხვედრაზე სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განხილეს. 21-22 ივნისს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ქ. ვაშინგტონში – ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანთან ტომას პრაისთან და ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ რიჩარდ ლუგართან. შეხვედრებზე განიხილება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აშშ–საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)