|
2017-06-21 12:09:14, 1943 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო ფურცელზე მყოფ პედაგოგებს განაცდური სრულად აუნაზღაურდებათ
16 ივნისიდან საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის დაანგარიშების წესი იცვლება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხის გამოანგარიშებისას, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად დანამატები იქნება გათვალისწინებული. უფრო კონკრეტულად, ახალი მიდგომით, ბიულეტენის თანხა, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობრივ სარგოზე გათვალისწინებული დანამატების შეჯამებული რაოდენობიდან დაანგარიშდება. კერძოდ, ბიულეტენის ანაზღაურებისას, შეჯამებულად დაითვლება როგორც პედაგოგის თანამდებობრივი სარგო, ასევე დანამატები და ზეგანკვეთური ანაზღაურება. ცნობისთვის, ამ დრომდე პედაგოგებისთვის ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის გაცემა მხოლოდ თანამდებობრივ სარგოზე დაყრდნობით ხდებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)