|
2017-06-20 23:39:06, 2050 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმების ფარგლებში, კონსტიტუციური მონარქიის საკითხი არ განიხილება
ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმების ფარგლებში მონარქიის იდეა არ განიხილება. „კონსტიტუციური მონარქიის იდეას ჰყავს მომხრეები, თუმცა დღეს ამაზე საუბარი საკონსტიტუციო რეფორმების ფარგლებში არ არის. პირადად მე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს. პატრიარქის სიტყვას აქვს განსაკუთრებული ფასი და ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, თუ კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით „მომწიფებული“ იქნება სიტუაცია. სამწუხაროდ ძალიან ცუდი განცხადებები ისმის კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს შეურაცხმყოფელია იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ეს სისტემა მოქმედებს. კონსტიტუციური მონარქია არ ნიშნავს რეგრესის გზას. პატრიარქის ქადაგება არ უკავშირდება საკონსტიტუციო რეფორმას და ჩვენ სწორედ ამის გასარკვევად შევხვდით პატრიარქს“, - აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)