2017-06-20 14:42:31, 2210 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხუნდაძე: მაჟორიტარული სისტემის ამ ეტაპზე არ გაუქმებაზე შეთანხმება ორმხრივი კომპრომისის წყალობით მოხდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2024 წლამდე მაჟორიტარული სისტემის არ გაუქმების გადაწყვეტილება ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე მიიღეს და თავად კმაყოფილია.
როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მყარად იქნება ჩამოყალიბებული თვითმმართველობა.
მისივე შეფასებით, ეს პერიოდი თვითმმართველობის გასაძლიერებლად საკმარისი იქნება.
"ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ის აზრი, რომ მაჟორიტარული სისტემა არ უნდა გაუქმებულიყო ამ ეტაპზე, ის განვითარებას პოვებდა. შეთანხმება იქნა მიღწეული ორმხრივი კომპრომისის წყალობით. მე რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ",-აღნიშნა ხუნდაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან