01:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 14:11:18, 1639 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ის სტუდენტები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას გაეცნენ

აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმიანობის სპეციფიკისა და არა სააღსრულებო სერვისების შესახებ პრეზენტაციით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური შემთხვევები.

სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტანტაცია.

პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.

ტრენინგს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: სოფიო ქურთაული, ეკა მარხვაშვილი, ნინო ღამბაშიძე უძღვებოდნენ.

აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში იმართება შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან: სტუდენტები, ადვოკატები, ფინანსური სექტორის, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ურთიერთობების განმტკიცება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics