|
2017-06-18 10:48:23, 1885 ნახვა
საზოგადოება
ისტორიულ-კულტურული ძეგლების, უძველესი ეკლესია-მონასტრების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქცია მოეწყო
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით, აღნიშნული დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ ისტორიულ-კულტურული ძეგლების, უძველესი ეკლესია-მონასტრების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქცია მოაწყო. აქციაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონალური დანაყოფებიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვას და მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც გააგრძელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)