|
2017-06-16 17:31:46, 1607 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა „კარიერული განვითარების“ შემაჯამებელი შეხვედრა ნაძალადევის რაიონის მედიათეკაში გაიმართა
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა „კარიერული განვითარების“ შემაჯამებელი შეხვედრა ნაძალადევის რაიონის მედიათეკაში გაიმართა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ პროექტის - „კარიერული განვითარების“ - შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მასში მედიაციის სახლის 30 ბენეფიციარი მონაწილეობდა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და წარმატებული კარიერის დაგეგმვა. შემაჯამებელ შეხვედრას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო და პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ იურისტები, ახალბედა დიზაინერები, სტარტაპელები. მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებს პროფესიული არჩევანისა და წარმატების შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს. თეორიულ საკითხებთან ერთად, პროექტის დიდი ნაწილი დაეთმო დისკუსიებს, შემთხვევის/მაგალითების განხილვას, თემატურ სავარჯიშოებს და სხვა. მედიაციის სახლის ბენეფიციარებმა მოისმინეს სხვადასხვა შინაარსის სესიები. მათ შორის - რა არის კარიერის თანამედროვე კონცეფციები; თვითშემეცნება და მისი გავლენა კარიერაზე; წარმატებული კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი; კარიერული გადაწყვეტილების მიღების პრობლემები; კარიერული დაგეგმვა და სხვა. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოისმინეს საქართველოში არსებული უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების შესახებ დეტალური ინფორმაციაც. „კარიერული განვითარების“ მონაწილეები საჯარო სკოლებიდან გადმომისამართებული დაინტერესებული მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც მედიაციის სახლის სხვადასხვა სერვისს იღებენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში, რომელიც ნაძალადევის რაიონში მდებარეობს, არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველ და ეკონომიურად შეჭირვებულ, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)