00:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 15:38:19, 1682 ნახვა

საზოგადოება
IFAD ახალ საგრანტო პროექტს იწყებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე „სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR) პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში კერესელიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობისთვის ახალგაზრდა ფერმერების მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ახალგაზრდა ფერმერების მხარდაჭერა და მათი აგრობიზნესში  ჩართულობის წახალისება  ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის. შესაბამისად,სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან ერთად  ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება დანიის მთავრობასთან. მათ გამოყვეს საგრანტო კომპონენტი 4 მილიონ 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდების მხარდასაჭერად, ახალგაზრდა ფერმერების წახალისებისთვის. ეს თანხა განსაზღვრული იქნება 35 წლამდე მამაკაცებისთვის და 40 წლამდე ქალებისთვის, დაფარვის არეალი არის მთელი საქართველოს ტერიტორია, საქმიანობა დაკავშირებული უნდა იყოს აგრობიზნესთან, იქნება ეს პირველად წარმოება თუ გადამუშავება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ საგრანტო კომპონენტის 20%-ით შესაძლებელია დაფინანსებულ  იქნას არასასოფლო სამეურნეო საქმიანობზე, რაც დაკავშირებულია სოფლის განვითარებასთან.

ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან, ვიმეორებ ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართულობა სოფლის მეურნეობაში, აგრობიზსნესში არის უაღრესად მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კერესელიძემ.

პროგრამისთვის დანიის სამეფოს მთავრობამ საქართველოს, დამატებით, 27 965 000 კრონა (დაახლოებით 4 100 000 აშშ დოლარი) გამოუყო.

საგრანტო პროგრამის მიზანი აგრობიზნესთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობაში სოფლად ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობაა.

პროგრამის ბენეფიციარები სოფლად მცხოვრები 40 წლამდე  ქალები და 35 წლამდე მამაკაცები იქნებიან.

წარდგენილი  ბიზნესგეგმების განხილვის საფუძველე  თითოეულ აპლიკანტზე 25 000 დოლარი გამოიყოფა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics