05:18 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 13:00:09, 2071 ნახვა

პოლიტიკა
ტომას მარკერტი: ერთობლივად, მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის

„ვფიქრობ, რომ ერთობლივად, ჩვენ მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის“, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

როგორც მარკერტმა აღნიშნა, შეხვედრაზე კონსტიტუციური კანონის პროექტი განიხილეს.

„ვისაუბრეთ კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან უკვე გარკვეული პერიოდია გვაქვს კონტაქტი. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ ერთობლივად მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის“, - განაცხადა თომას მარკერტმა.

მისივე შეფასებით, გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ზედა ზღვარის დაწესება პოზიტიური ნაბიჯია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics