05:18 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 20:08:20, 2057 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბარი საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანი ბუკიკიოს და ვენეციის კომისიას საქართველოს საკონსტიტუციო პროექტთან მიმართებაში ჩატარებული სამუშაოსათვის და კომისიის მიერ ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს საინტერესო უწოდა. 

საქართველოს პრეზიდენტი განხილვების პროცესში ვენეციის კომისიის აქტიურ ჩართულობას მიესალმა.
 
როგორც პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, 16-18 ივნისს დაგეგმილ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიის დასკვნას განიხილავს, მის პოზიციას საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გააცნობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics