|
2017-06-15 17:45:57, 1739 ნახვა
საზოგადოება
ბუპრენორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატის გაცემა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უძღვებოდა, კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიზანია, ჩანაცვლებით თერაპიაში გამოყენებული სამკურნალო საშუალება - ბუპრენორფინის კომბინირებული პრეპარატების მიმართ კონტროლის უფრო მკაცრი რეჟიმის დაწესება. ეს პრეპარატები კანონით განსაზღვრული ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში (სია 2) შეიტანება, რაც კონტროლის ერთნაირ რეჟიმში მოაქცევს ბუპრენორფინის შემცველ ყველა კომბინირებულ პრეპარატს და აღნიშნული პრეპარატების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენების ფაქტებს შეამცირებს. კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას მეორე მოსმენით განსახილველად დღესვე წარედგინება. იგი გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს ამოქმედდება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)