05:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 17:04:49, 1929 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ამის შესახებ პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

"აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ უერთდება ევროპარლამენტის შეშფოთებას. პარლამენტში სუს-ის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი დავიბარეთ, მაგრამ არ გამოცხადდნენ. როგორც ჩანს, მათ ჩვენს კითხვებზე პასუხები არ აქვთ. ამ საქმეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება დროულად და სწრაფად სჭირდება. ამიტომ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ვაყენებთ, სადაც ეფექტურად მოხდება ამ საქმის გამოძიება, რადგან მტკიცების ტვირთი საქართველოს სახელმწიფოზეა. ამავდროულად, ევროპარლამენტის მხრიდან დამნაშავეების დასჯაა მოთხოვნილი და არანაირი ნდობა არ არსებობს იმ უწყებების მიმართ, რომლებიც აღნიშნულ გატაცებაში პირდაპირი ეჭვმიტანილები არიან. უმრავლესობას მოვუწოდებ, არ გახდნენ თავგასული ძალოვნების მძევლები და ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, ე​ვროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics