|
2017-06-15 10:32:17, 1762 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შპს „ქართული ხილის კომპანიამ“ ვაშლის ბაღი გააშენა
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შპს „ქართული ხილის კომპანიის“ მიერ 10 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და ნერგების შეძენისათვის 100 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 492 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 17 382 147 მილიონ ლარს შეადგენს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)