|
2017-06-14 10:57:36, 693 ნახვა
რეგიონი
თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე ჩამოსული მეწყრული მასისაგან საავტომობილო გზა სრულად გაწმენდილია. დეპარტამენტის ცნობით, გზაზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია და განხორციელდება სპეციალური რეჟიმით. „საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისა და კომპანია „გერალის“ წარმომადგენლების 24 საათიანი ინტენსიური სამუშაო რეჟიმის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი 600 მეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად განვლადია. ტრანსპორტის გადაადგილებას სამუშაოთა მწარმოებელი დაარეგულირებს. ამ დროისათვის დამატებითი გზის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს, როგორც მძიმე ტექნიკა ასევე მთასვლელები რათა სრულად მოხდეს არსებული გზის მოწესრიგება,წყლის დონის დაწევა, ვაკისის ფერდის დაწევა და კლდოვანი მასებისაგან ფერდების ჩამოსუფთავება. როგორც მოგეხსენებათ თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. შემდეგ აპრილის თვეში განმეორებითი - დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც საგრძნობლად დაამძიმა არსებული მდგომარეობა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)