|
2017-06-13 20:52:52, 1948 ნახვა
საზოგადოება
ნიუ იორკში გაზის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა
ნიუ იორკში, 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, გაზის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა. აფეთქების შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა. Daily Star-ის ცნობით, აფეთქებამდე საცხოვრებელ კორპუსში „საეჭვო პაკეტი“ აღმოაჩინეს, რის გამოც, ფედერალური ბიურო და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა და სპეციალისტებმა ნივთის შესწავლის შემდეგ განაცხადეს, რომ ყუთში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო. კორპუსის რამდენიმე მცხოვრებს და ადგილზე მისულ ორ სამართალდამცველს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. მათ ინტოქსიკაციის დიაგნოზი დაუსვეს. ბრიტანული მედია წერს, რომ კორპუსში დამონტაჟებული ბოილერიდან მხუთავმა აირმა - CO-მ გაჟონა. შენობიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ადგილზე სამართალდამცველები ამ წუთებშიც მუშაობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)