|
2017-06-13 20:12:15, 1865 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანის პროკურატურა: აფგან მუხტარლი აზერბაიჯანულ და ქართულ სპეცსამსახურებს ერთობლივად არ დაუკავებიათ
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი აზერბაიჯანულ და ქართულ სპეცსამსახურებს ერთობლივად არ დაუკავებიათ. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის ამ თემაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც მედიით გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. აზერბაიჯანელი სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ მუხტარლი 29 მაისს საქართველოდან აზერბაიჯანში გადასვლისას, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს. „როგორც ადრე აღინიშნა, წინასწარი გამოძიების შესაბამისად, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხტარლი საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას, ბალაკენის რაიონში 29 მაისს, 22:40 საათზე დააკავეს, რომელსაც არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ის არ დაემორჩილა სახელმწიფო საზღვრის დამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და გაქცევის მცდელობისას, დააკავეს. ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მუხტარლი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს, შემდეგ კი აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს, არ შეესაბამება სინამდვილეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა საქმეზე გამოძიებას განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)