23:51 - 08 May, 2026
|
2017-06-13 19:45:54, 1772 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს გამარჯვება მიულოცა
თქვენ ხართ ქართული რაგბის მომავალი და გვეამაყებით, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, არგენტინა ანგარიშით 26:25 დაამარცხა. ქართველ მორაგბეებს პრემიერი უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად, დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრობდა. მატჩის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს გამარჯვება მიულოცა. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა არგენტინის ნაკრებს, რომელსაც საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)