23:51 - 08 May, 2026
|
2017-06-13 18:32:12, 1860 ნახვა
საზოგადოება
დევნილმა ახალგაზრდებმა უმცროს ბორჯღალოსნებს უქომაგეს
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, დევნილ ახალგაზრდებთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო-არგენტინის რაგბის მატჩს დაესწრო. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 26:25 დაამარცხა. საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით, დევნილი ახალგაზრდები ჩემპიონატის ნახევარფინალურ თამაშებს უფასოდ დაესწრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში, ახალგაზრდებს სპეციალური საჩუქრები გადასცა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)