23:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 18:21:49, 1779 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ასათიანის „ინტერVIEW“ და გვახარიას „წითელი ზონა“ აღარ გავა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე სალომე ასათიანისა და გოგი გვახარიას გადაცემები აღარ გავა.

როგორც 1tv.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის 2015 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემების „ინტერVIEW“-სა და „წითელი ზონას“ მომზადებას ითვალისწინებდა, ვადა ეწურება.

მათივე ცნობით, „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობას“ 5 ივნისს  შეატყობინეს, რომ ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის „ინტერVIEW“ დამზადების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება 2017 წლის 10 ივლისიდან შეწყდება, ხოლო „წითელი ზონას“ დამზადების შესახებ ხელშეკრულება - 2017 წლის 17 ივლისიდან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics