2017-06-13 13:59:55, 1925 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო Birja Mafia-ს წევრებზე: არ მჯერა, რომ მათ რაიმე „ჩაუდეს“
„არ ვფიქრობ, არ ვთვლი და არ მჯერა რომ მათ რაიმე ჩაუდეს“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს Birja Mafia-ს წევრებთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ამასთან, მინისტრი გამორიცხავს, რომ პროკურატურაზე რაიმე განცხადებას ზეგავლენა მოეხდინა.
"მე არ ვფიქრობ, არ ვთვლი და არ მჯერა რომ მათ რაიმე ჩაუდეს. მე არ ვფიქრობ, რომ პროკურატურაზე შეიძლებოდა ზეგავლენა რაიმე განცხადებას მოეხდინა. პროკურატურას აქვს თავისი ძალიან ცალსახად განსაზღვრული მოქმედების პროტოკოლი, ასე რომ გამოძიებამ და სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. ჩემი პირადი აზრია, რომ მე ნაკლებად უნდა ჩავერიო მათი მუშაობის პროტოკოლში", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს წევრები გუშინ გაათავისუფლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან