22:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 13:12:55, 1663 ნახვა

საზოგადოება
კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ, საბჭოს აპარატის წარმომადგენლებთან ერთად გუშინ, გვიან ღამით, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და და ვერეს ხეობაში  ტრაგედიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

13 ივნისის ტრაგედიიდან ორი  წელი გავიდა.

2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიას ათობით ადამიანისა და ზოოპარკის ასობით ბინადრის სიცოცხლე იმსხვერპლა. გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ზოოპარკი დატბორა და ასობით ცხოველი შეიწირა. განადგურდა მზიურის ბაღის ტერიტორია, სადაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში დაკარგულების ცხედრებს, მოქალაქეები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ეძებდნენ.

მზიურისა და ზოოპარკის განადგურებულ ტერიტორიაზე ათასობით მოხალისე მთელი დღის განმავლობაში გაწმენდით სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. ადიდებულმა მდინარე ვერემ, ხეობაში არსებული სახლები წყლის ქვეშ მოაქცია. სტიქიას ვერ გადაურჩნენ სვანიძის ქუჩაზე მდებარე ძაღლთა თავშესაფრის ბინადრებიც.

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

სტიქიის შედეგად გარდაიცვალა 21 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 ადამიანი ითვლება, დაზარალებული ოჯახების რაოდენობამ 239 შეადგინა, ხოლო დაზარალებული ფიზიკური პირების რაოდენობა 1041-ია. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაუკანონებელი ფართის მესაკუთრეებს სულ 35 ბინა გადაეცათ.

სტიქიას ემსხვერპლა თბილისის ზოოპარკის ცოცხალი კოლექციის დაახლოებით 50% (ზოოპარტკში სულ 281 ბინადარი იყო). დახმარებისა და შემოწირულობების სახით სულ 26 304 801 ლარი შეგროვდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics