10:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 11:24:03, 2063 ნახვა

ეკონომიკა
ყაზახეთისადმი საქართველოს ვალი შემცირდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის მიმართ საქართველოს ვალის განმეორებითი რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას ხელი მოაწრა.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ვალის ოდენობა ყაზახეთისადმი 27.77 მლნ აშშ დოლარიდან  25,48 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთის ვალის დაფარვა პარიზის კლუბის კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება და ვალის მომსახურება 2025 წლამდე გაგრძელდება. მოლაპარაკება ყაზახეთთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე 2001 წლიდან მიმდინარეობდა და წარმატებით 2016 წელს დასრულდა, რომლის საფუძველზეც ყაზახეთი დათანხმდა, რომ ვალის მომსახურება საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობებით მომხდარიყო.

გარდა ამისა,დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის ფინანსთა მინისტრს ბახიტ სულტანოვს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, კვაშირგამბულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სექტორებში. აღინიშნა, რომ ინტენსიური ეკონომიკური კავშირების მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ყახაზეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics