|
2017-06-13 11:17:20, 1700 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს 13 ივნისის სტიქიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტმა საზოგადოების მაღალ სამოქალაქო სნობიერებასა და ტანამოქალაქეტა დაკარგვით გამოწვეულ ტკივილზე ისაუბრა. "ორი წელი გავიდა დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დღის შემდეგ. 13 ივნისი მუდამ გაგვახსენებს აუნაზღაურებელ ადამიანურ დანაკლისს, განადგურებულ ქალაქის ცენტრს. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სტიქიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას. ტრაგედიის მომდევნო დღეებმა საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წარმოუდგენლად მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი, კატასტროფული შედეგების აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავი შრომისთვის მზადყოფნა გვიჩვენა. სამწუხაროდ, თანამოქალაქეთა დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვერაფრით შეამსბუქებს. მაგრამ განსაცდელში ერთიანობის, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ერთმანეთისა და ქვეყნისთვის გარჯის გმირული პრეცედენტები მომავლისადმი ოპტიმიზმს გვიძლიერებს. ეს მომავალი კი უკეთესი იქნება მაშინ, თუკი ამ ტრაგედიიდან საჭირო გამოცდილებას გამოვიტანთ და ხელისუფლებისა თუ საზოგადოების ნებისმიერ ნაბიჯს, ნებისმიერ პროექტსა თუ წამოწყებას ადამიანთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის უზენაესობაზე დავაფუძნებთ",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)