|
2017-06-12 22:20:07, 1892 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისთვის ვალის გადახდას ვერ ახერხებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, რკინიგზაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რუსეთიდან აღებული კრედიტის დაფარვას ვერ ახერხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს. მიმდინარე წელს სოხუმს მოსკოვისთვის 316 მილიონი რუბლი უნდა გადაეხადა, რაც კრედიტით აღებული თანხის უმეტესი ნაწილი და დაგროვილი პროცენტის ჯამი იყო. სანაცვლოდ, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ მოსკოვს ვალის რესტრუქტურიზაცია შესთავაზა 2029 წლამდე. ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება დე ფაქტო პარლამნტში დღეს განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ რეგიონს მიმდინარე წელს, 316 მილიონი რუბლის ნაცვლად, 109 მილიონის გადახდა მოუწევს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)