|
2017-06-12 13:31:41, 1835 ნახვა
საზოგადოება
ქართულ-ჩინური პროექტის ფარგლებში, ფერმერებისა და სტუდენტებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინური კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, 35-მდე ფერმერმა 2 კვირიანი ტრენინგი რუსთავსა და მარნეულში გაიარა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსის ფარგლებში, ფერმერებმა, აგრარული მიმართულების სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მზის სათბურების მშენებლობის და მართვის საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. პრაქტიკული სწავლება მონაწილეებმა სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) გაიარეს და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, გადამზადების კურსი საქართველოსა და ჩინეთში 400-მდე ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა უკვე გაიარა. სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური აშენდა. მორიგი, რიგით მე-11 ტრენინგი 19 ივნისს დაიწყება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)