05:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 10:23:29, 2050 ნახვა

სამართალი
Интер РАО ტარიფებთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოსთან იდავებს

რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი კომპანია Интер РАО  საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში  უჩივლებს. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS  ავრცელებს.კომპანიამ საარბიტრაჟო პროცედურები უკვე დაიწყო.

Интер РАО  საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას  ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით  გეგმავს. კერძოდ,  საინვესტიციო დავას იწყებენ ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V, რომელთა მფლობელობაშია „თელასის“ 75% და „ხრამი 1“ და „ხრამი 2“ ჰიდროელექტროსადგურების 100%.

არსებული ინფორმაციით, მთავრობასთან აქტივების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასა და 2013 წელს გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმში ვალუტის გაუფასურების გამო ზარალის კომპენსირება  გათვალისწინებული იყო, თუმცა აქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა  ეროვნულმა კომისიამ 2016 წელს ტარიფების ცვლილების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics