|
2017-06-12 10:28:18, 1981 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება და 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. პეტრე-პავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. ამ მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე. პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა. წმინდა პეტრე თორმეტი მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური. ისინი თავისი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა“. ზოგიერთი მოწმობით, პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად, იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს. სხვა გადმოცემით კი, პავლეს ერთი წლის შემდეგ მოჰკვეთეს თავი, პეტრეს ჯვარცმის შემდეგ. მათი ხსენების დღესასწაული იმთავითვე დაწესდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)