|
2017-06-11 15:38:52, 1733 ნახვა
საზოგადოება
ძმები ყარამანიშვილები „რუსთავი2“-ში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელები, ძმები გია და ლევან ყარამანიშვილები, განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, სიმართლეს არ შეესაბამება. "ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ტელეკომპანიარუსთავი2-ში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით, ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თანამდებობიდან წასვლის შესახებ. გვსურს, განვაცხადოთ შემდეგი: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი მინიშნება ამაზე ან არაინფორმირებულობის შედეგია ან - მიზანმიმართული სიცრუე. სინამდვილეში, თათბირზე, რომელიც შეეხებოდა ტელეკომპანიაში დაგროვილ ფინანსურ პრობლემებს, ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას, რასაც დამსწრე დამფუძნებლის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, როგორც არსებული ემოციური ფონის, ასევე იმის გამო, რომ ნიკა გვარამია თავად განიხილავდა წასვლის შესაძლებლობას, რის შესახებაც ვიცოდით, როგორც ჩვენ, ასევე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა, რომელთა წინაშეც ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული რამდენიმე კვირის წინ. აღსანიშნავია, რომ თათბირი მოწვეულ იქნა არა დამფუძნებლების, არამედ თანამშრომლების მიერ, ხოლო გიორგი ყარამანიშვილი მასზე მივიდა თათბირის მონაწილეთა თხოვნით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია, ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია, განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება. ნიკა გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში. მისი როლი ივანიშვილისგან რუსთავი2-ის დაცვაში ფასდაუდებელია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)